აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლები ზუგდიდის რაიონის ცალკეულ სოფლებსა და ქ. ზუგდიდში როგორც კომპაქტურად, ასევე ინდივიდუალურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ. საინფრომაციო შეხვედრების ძირითადი მიზანი გახლდათ ი.გ.პ მოსახლეობის აგრარულ პროექტებში და პროგრამებში ჩართულობისა და საარსებო წყაროებზე წვდომის ხელშეწყობა. კერძოდ, ამ მიმართულების ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მონავლისკენ“ შესაძლებლობისა და მოთხოვნების დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ წინასწარმომზადებული კითხვარი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება მონაცემთა ბაზა პოტენციური ბენეფიციარებისთვის საინტერესო ბიზნეს-პროექტების შესწავლის მიზნით.