2019-03-18 |
წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ზემო აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დახმარება
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №9 დადგენილებით დამტკიცებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი-ს“ საფუძველზე მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართა საკრებულოს და გამგეობის სამუშაო ჯგუფის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ერთობლივი სხდომა, რომელთა რეკომენდაციით ფინანსური დახმარება გაეწიათ:
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 43 ბენეფიციარს, მ.შ. 2 ბავშვს;
- ომის ინვალიდ 1 ბენეფიციარს;
- ქირურგიული ოპერაციისათვის 2 ბენეფიციარს;
- მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევისთვის 1 ბენეფიციარს;
- 80 წელზე მეტი ასაკის ხანდაზმულ 4 ბენეფიციარს;
- მარჩენალდაკარგულ 8 ბავშვს;
- ახალშობილთა 3 ოჯახს;
- მრავალშვილიანთა 14 ოჯახს;
- ომში დაღუპულთა 2 ოჯახს;
- სოციალურად დაუცველ 35 ოჯახს;
- სარიტუალო ხარჯები - 2 ბენეფიციარს.