შეხვედრა ჩართულობის ცენტრში

     2019 წლის  5-აპრილს ზუგდიდშუ რუსთაველის ქუჩაზე ,,ჩართულობის“ ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თაოსნობითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვალის რეზო ქობალიას ხელშეწყობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან. აღნიშნულ შეხვედრისას განიხილეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამა  „აწარმოე უკეთესი მომავლისთვისათვის“.  

    პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პარტნიორული პროექტების მხარდასაჭერას. პროგრამის პირობებში გათვალისწინებულია დაფინასების მაქსიმალური თანხები 7 000-35 000 ლარამდე, რაც დამოკიდებულია ჯგუფში ბენეფიციართა რაოდენობაზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა,  გადამუშავება, ხეხილის ბაღის მოწყობა და სხვა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.