საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისა და კოოპერატივი „კოდორი 2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში ტრენინგ-სემინარი გაიმართა

      დევნილ მეფუტკრეთა მიერ შექმნილი კოოპერატივი „კოდორი 2015“ აგრძელებს მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსის განხორციელებას. აღნიშნული ტრენინგ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრაქტიკული ხასიათის სემინარს საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისა და კოოპერატივი „კოდორი 2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში, რომელიც  მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისთან. პრაქტიკულ სასწავლო კურსს უძღვებოდა დამსახურებული მეფუტკრე და დარგის ექპერტი-დემურ დარსანია.
     ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტებმა. პრაქტიკული სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი.