აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შეხვედრა დევნილებთან

     მიმდინარე წლის 17 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია  წარმომადგენლობის თანამშრომლებთან , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მანუჩარ ჩილაჩავსთან ერთად შეხვდა ზუგდიდის რ-ნ სოფ. ანაკლიის ბარაკებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს.

    შეხვედრისას რეზო ქობალია გაესაუბრა დევნილებს, მოისმინა მათი პრობლემები და მოლოდინები.  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეპირდა  იქ მცხოვრებ დევნილებს მათი ინტერესების დაცვას და მედიატორის როლის შესრულებას შესაბამის ორგანოებთან.