ოქტომბერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეუწყდათ წყლის მიწოდება

   2019 წლის 10 ივბნისს ზუგდიდში სოფ:ოქტომბერში ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეუწყდათ წლის მიწოდება ( გადაიწვა წყლის საქაჩი ტუმბო ). აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მათ მოგვმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოლექტიური განცხადებით.

      ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ვითარების გაცნობის  მიზნით მოახდინა მყისიერი რეაგირება, ადგილზე მივიდა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილენბთან, გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები. შეხვედრის ბოლოს იქ მცხოვრებ დევნილებს რეზო ქობალიამ აღუთქვა დახმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.