ზუგდიდში სტიქიამ დევნილებს პრობლემები შეუქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე , ვექტორის ჩასახლებაში ( მექაღალდეთა 26 ) გაეცნენ. ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა დევნილთა ჩასახლების ერთსართულიანი კორპუსის სახურავი. შედეგად აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ დევნილებს წყალი ოთახებში ჩაუვიდათ. ამ ეტაპზე ადგილობრივი მერიის თანადგომით განხორციელდა დროებითი გადახურვის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში მოხდება დაზიანებული კორპუსების კაპიტალური გადახურვა . წარმომადგენლობის თანამშრომლები უშუალოდ იყვნენ ჩართულები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში.