კოკა-კოლას თასი 2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომაგენლობს ხელმძღვანელმა სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ ნორჩ ჩემპიონებს სიმბოლურად ენგურის ხიდზე უმასპინძლა და გამარჯვება მიულოცა. გამარჯვებულები კი აფხაზეთის მე -15 საჯარო სკოლის აღსაზრელები იყვნენ, რომლებმაც ბათუმში ” რაგბი არენაზე” საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის ” კოკა -კოკას თასის” საიუბილეო , 25 -ე გათამაშების ფინალურ მატჩში დაამარცხეს თბილისის 39- ე საჯარო სკოლის გუნდი. მატჩის საზეიმო ცერემონიალზე ჩემპიონი გუნდის მოთამაშეებს გადაეცათ თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციებში. : - ეს იყო პირველი შემთხვევა , როდესაც კოკა -კოლას პრიზი მოიპოვა დევნილმა გუნდმა. მინდა მივულოცო გამარჯვება ნორჩ ფეხბურთელებს და მადლობა გადავუხადო სკოლის მესვეურებს, მშობლებს , მწვრთვნელებს და გულშემატკივრებს გაწეული მუშაობისთვის და განწყობისთვის. იმედია ბევრი მათგანი მომავალში გაიკეთებს წარმატებულ საფეხბურთო კარიერას და ქვეყნის გარეთ გაიტანს ქვეყნის სახელს - განაცხადა მათთან შეხვედრაზე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.