ზუგდიდში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

      2019 წლის 26 ივნისს ზუგდიდში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ასოციაცია ” ქსენონის ” ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. მონაწილეთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დგამს ამ მიმართულებით ცალკეულ ნაბიჯებს, გაცილებით მეტია სამუშაო ერთის მხრივ წამების პრევენციის, მეორეს მხრივ კი მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საომარი მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალურ დახმარებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია სტატუსი განესაზღვროთ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებსაც, როგორც ეს ხდება სამხედროების შემთხვევაში. ასევე, შემუშავდეს სოციალური დაცვის შესაბამისი პაკეტი ამ ადამიანებისთვის.შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის №ტავრობის წარმომაგენლობა სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელი რეზო ქობალია :-აუდიტორიისთვის მოულოდნელი აღმოჩნა ინფორმაცია იმაზე , რომ მე წლებია ვარ ზემოთაღნიშნული კომისიის წევრი და ჩართული ვარ ამ პროცესებში. შესაბამისად ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. მინდა ავღნიშნო , რომ დაზარალებული ოჯახებისთვის ემოციურად უმნიშვნელოვანესია თუნდაც მინიმალური ინფორმაციაც მაგრამ , როდესაც ხდება ნეშთის იდენთიფიცირება და გადმოსვენება ძალიან ბევრჯერ დამიფიქსირებია ტკივილიანი და ცრემლიანი სიხარული. მიმაჩნია , რომ მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს და ყველა ოჯახს მიეცეს მიცვალებულის დატირების და გაპატიოსნების უფლება - განაცხადა რეზო ქობალიამ