2019-07-01 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
სამუშაო ვიზიტით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
28-29 ივნისს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ. კუჭუხიძე და სამმართველოს უფროსი რ. კოკაიამ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებში ქ. ზუგდიდსა და ქ. სენაკში.
აქციის ფარგლებში რეგიონში განსახლებულ დევნილებს ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები და გაეწიათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციები.