ხურჩაში მდებარე ოკუპაციის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სოფელ ხურჩაში , საოკუპაციო ხაზთან ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც რუსული ოკუპაციის ამსახველ მასალებთან ერთად ინახება ისტორიული ცნობები სოფლის შესახებ. სამეგრელო-ზემო  სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის რეზო ქობალიას ინიციატივით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა ნაგებობის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია ასეთი მუზეუმების არსებობა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა აქტივობა , რომელიც ეხება აფხაზეთს, მის დღევანდელობას და უახლოეს ისტორიას. გაწეული დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, - აღნიშნა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.