2019 წლის 8 აგვისტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია ლანჩხუთში, გურიის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.