2019-11-26 |
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში
ქ.თბილისში,აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში სხვადასხვა სახის მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები განხორციელდა.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ.თბილისში,აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში სხვადასხვა სახის მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები განხორციელდა.
- ქ. თბილისი, გლდანის, მე-2 მ/რ, კორპუსი N-28 ბ: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობის სადარბაზოში,შეიცვალა არსებული ხის კონსტრუქციის ფანჯრები და მოეწყო მეტალო-პლასტმასის კონსტრუქციის ფანჯრები.
- ქ. თბილისი, ლეო კერესელიძის N- 13: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში განხორცილდა წყალსადენ-კანალიზაციის სისტემის შეცვლა.
- ქ.თბილისი, გლდანის რ-ნი, ხიზანიშვილის N- 67: აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი შენობაში განხორციელდა არსებული ლიფტის შახტის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები.