შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გურამ მისაბიშვილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ. საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაში ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

დაისახა ერთობლივ ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ხელს შეუწყობს ფოთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო- ეკონომიურ პირობებს, დაგეგმილი სოციალური თემების გაუმჯობესებას. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული სამომავლო პროექტები.