კონსტანტინე კუჭუხიძე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე 2019 წლის 11 და 12 დეკემბერს იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

11 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან, შეხვედრაზე შეფასდა დევნილთა საცხოვრებელი შენობის (ყოფილი სამხედრო დასახლება) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები. მოსმენილ იქნა ინფორმაცია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ასევე, ისაუბრეს სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.

12 დეკემბერს კი მინისტრი შეხვდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას და დაათვალიერა სტალინის ქ.N4-ში მდებარე შენობაში (ყოფილი 64-ე პროფსასწავლებელი) სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.