აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში თათბირი ჩაატარეს.

16 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა გაფართოებული თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ამავე სამინისტროს წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი პაატა ძანძავა, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები.

   გ.ბულისკერიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა წელს ამოქმედებულ „აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის ხელშეწყობის“ პროგრამის მიმდინარეობაზე. კერძოდ, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას მიეთითა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება, რათა დროულად მოხდეს ამ პროგრამის განხორციელება.

     თათბირზე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი წვევამდელების საკითხი. როგორც თათბირზე აღინიშნა ამ ეტაპისთვის შესრულებულია გეგმა-დავალების 86% და ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა.

   ასევე განიხილეს საახალწლო დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებში წარმომადგენლობის აქტიური მონაწილეობის საკითხი და შემუშავებულ იქნა ის მექანიზმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს წარმომადგენლობისა და სამინისტროს, ასევე აფხაზეთის ა/რ სხვა სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას.