ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. გ. შარვაშიძის პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2019 წლის ლაურეატები გახდნენ: გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დავით ბაძაღუა (ფერწერა), სალომე კაპანაძე (წიგნისთვის „კონტექსტი“) და ნაირა მარშანია (კრებულისთვის „ადრე თუ გვიან“). პრემიის ლაურეატებს ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლები და სამინისტროს თანმაშრომლები ესწრებოდნენ.