2020-01-06 |
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში
წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტში განხორციელდა მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაო.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტში განხორციელდა მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაო:
ქ. თბილისი, ოქროყანა, ზონა ,,ა’’, ბესიკის ქ.N-2ა: განხორციელდა საცხოვრებელი შენობის, 1-ლი და მე-2 სადარბაზოს შესავლელებთან ქარსაჩეხების გადახურვის მოწყობა.