იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ ჭანტურია დაინიშნა.

ბესიკ ჭანტურია წარმომადგენლობაში წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსად, აპარატის უფროსად, ბოლოს კი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ბესიკ ჭანტურიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მთავრობის წარმომადგენლობების ახალი ხელმძღვანელების წარდგენის, სამინისტროსა და წარმომადგენლობების შერწყმასთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი.