წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ ჭანტურია დაინიშნა.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ ჭანტურია დაინიშნა. თანამშრომელთა წინაშე ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და მინისტრის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გურამ მისაბიშვილმა. ბესიკ ჭანტურია წარმომადგენლობაში სხვადასხვა წლებში მუშაობდა  ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად,  დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და  რეგიონული მართვის სამსახურის უფროსად,  აპარატის უფროსად, ბოლოს კი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ბესიკ ჭანტურიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.