აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე დაინიშნა. დავით ძალამიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროის თანამდებობაზე, ქ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დავით ძალამიძე გახლავთ აფხაზეთიდან, ქალაქ ოჩამჩირედან. დავით ძალამიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.