იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ICEC-ის მონაწილეობით დაიწყო პროექტი „ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები“. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას და კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში, ასევე უფასოდ, ენის სრულყოფის მიზნით, 1 თვით გაემგზავრონ ლიეტუვაში (სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე).
სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად გაიღებს ლიეტუვური მხარე, სტუდენტები კი სტიპენდიის სახით 570 ევროს მიიღებენ.
კურსის პერიოდში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებში, რაც მოიცავს შეხვედრებს ლიეტვური მთავრობის წარმომადგენლებთან, ელჩებთან და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ცენტრის სტუდენტები, რომლებიც გამოირჩევიან ცეკვისა და სიმღერის ნიჭით შესაძლებლობა ექნებათ 10 დღით გაემგზავრონ ლიეტუვაში სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ლიეტუვაში სტუმრობისას სტუდენტები ეწვევიან საქართველოს საელჩოს ვილნიუსში. მონაწილეობას მიიღებენ საელჩოების და სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებში. ლიეტუვური ენის სრულყოფილად, კერძოდ ბ2 დონის ცოდნის შემთხვევაში სწავლების შემდეგ (დაახლოებით 1 ან 2 წლის ვადაში) ისინი ჩაირიცხებიან ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე (სასურველ სპეციალობებზე უგამოცდოდ და მიიღებენ სტიპენდიებს). სამაგისტრო პროგრამებზე ცენტრის სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა (აფინანსებს ლიეტუვის მთავრობა). წარჩინებული კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ლიეტუვაში.
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 4 თვიანი ენის შემსწავლელი კურსები დაიწყება 15 აპრილს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩატარდება ონლაინ.
რეგისტრაცია შესაძლებელია 10 აპრილამდე ქვემოთ მითითებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ მითითებულ მეილზე - Salomedolidze16@gmail.com