აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წარმომადგენლები კომბინატის დასახლებაში იმყოფებოდნენ და დევნილ ბენეფიციარებს სურსათი და სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სასურსათო აქცია მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტები) 70 წელს გადაცილებული 2725 ბენეფიციარი მიიღებს. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ჩართულობით იმართება.