აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს  თანამშრომლები 70 წელს გადაცილებულ დევნილ ბენეფიციარებზე გამართულ კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები აფხაზეთიდან დევნილი, 70 წელს გადაცილებული პირებისათვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გადასაცემად განკუთვნილი ღონისძიების განხორციელებაში.

მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით გადაეცემათ