სასურსათო პროდუქტი -70 წელს გადაცილებულ დევნილ ბენეფიციარებს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ახორციელებს. დღეს, სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან - გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან - კახაბერ კუპრეიშვილთან, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან, კოტე ბასარისთან ერთად გადასცეს. 

აქციის ფარგლებში, სასურსათო ნობათებს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული - 404, სამეგრელოს მასშტაბით კი - 2 725 დევნილი ბენეფიციარებს დაურიგდება.