20 ივნისი მსოფლიოს ლტოლვილთა დღეა.

20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღე აღინიშნება. თარიღი დააფუძნებულია მათ პატივსაცემად, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, რადგანაც მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა კონფლიქტებისა და დევნის გამო.
გადაწყვეტილება მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღსანიშნავად 2000 წლის 4 დეკემბერს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 55/76 რეზოლუციის მიხედვით. ამ გადაწყვეტილებაში ჩაიდო მინიშნება, რომ 2001 წელი იყო 50-ე წლისთავი 1951 წლის კონვენციისა, რომელიც სწორედ ლტოლვილთა სტატუსის განსაზღვრას მიეძღვნა.
ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ერთიანდება ამ დღის აღსანიშნავად, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიმართვა მილიონობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის მიმართ.