რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ გაიხსნა

სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) გაიხსნა.

ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვ.

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, პანდემიის გათვალისწინებით, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.