2020-09-16 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ონლაინ კონკურსის - ,,ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სასტუმრო „მუზაში“, ონლაინ კონკურსის - ,,ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ, ჟურნალისტებისთვის გამოცხადებულ ონლაინ კონკურსის - ,,ენგურს იქით სანაპირო“ ფარგლებში გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს, ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადაცათ.
I ადგილი - ქეთი ხატიაშვილი - „19 წლის აფხაზი სტუდენტი გოგოს სამირას დღიურებიდან“
II ადგილი - თამარ ბუბაშვილი - „აფხაზეთი იმედის დილაში“ (ვიდეო სიუჟეტი)
III - ადგილი - გულიადა ჭკადუა - „რამდენიმე ფრაგმენტი სურათისათვის“
ასევე, სპეციალური სახელობითი საჩუქრები გადაეცათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული თემის ინტენსიურად გაშუქებაში.
ჟურნალისტები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა.
პროექტის მიზანია, ჟურნალისტების ჩართულობით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარება.