იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ქუთაისში ,,ჩვილ ბავშვთა’’ სახლში მცხოვრებ დევნილებთან იმყოფებოდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი, უფროსი სპეციალისტები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, შერვაშიძის #3-ში (ჩვილ ბავშვთა სახლი) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ითხოვენ ცენტრალურის გზიდან ობიექტამდე მისასვლელი, დაახლოებით 300 მეტრ გზაზე ასფალტის საფარის დაგებას. ასევე, ობიექტზე ჩასატარებელია სადეზინფექციო სამუშაოები, რადგან ძალიან მომრავლებულია მწერები და ქვეწარმავლები.
ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას აღნიშნული საკითხების მოგვარებისათვის.

შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.