სენაკში რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შენობის სადარბაზოში დასამონტაჟებელი ჰიგიენული საშუალების დისპანსერები და სადეზინფექციო ხსნარი გადაეცათ.

 მიმდინარე წლის 01 ოქტომბერს შეხვედრა შედგა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში, რომელიც მდებარეობს სენაკი რუსთაველის ქუჩა 112-ში ,, მესამე არასრული სკოლა’,’ სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 41 ოჯახი, 181 პირი. აქედან 15 არის სოციალურად დაუცველი, 3 შშმ პირი და 1 პირველი ჯგუფის   ინვალიდი. აღნიშნულ ობიექტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეა თინა ქარდავა, ტელ: 599806456.

დევნილები ითხოვენ სახურავის გამოცვლას, სადარბაზოსა და კორიდორის რემონტს. ჩასახლებაში ბინათესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს გადაეცა დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი  შენობის სადარბაზოში დასამონტაჟებლად.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია და უფროსის მრჩეველი ალექსანდრე ჩიკვაიძე