იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები სამტრედიაში ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და სადეზინფექციო საშუალებები გადასცეს.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტ ს.ს "სამტრედია 2002 - ში (მისამართი - სამტრედია, ი.ჭავჭავაძის ქ. N 26) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. დევნილებმა, ძირითადად, ორ პრობლემაზე ისაუბრეს. პირველი ის, რომ შენობის სხვენში ორი სამტონანახევრიანი პლასტმასის ავზი, რითაც ობიექტი სასმელი წყლით მარაგდება გატეხილია, წყალი ჟონავს, რის გამოც მაღალ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში წყალი ჩადის და კედლები ზიანდება და შენობას არ აქვს შესასვლელი კარი, რის გამოც ხშირად შენობაში უცხო პირები, ქუჩის ძაღლები შედიან და ანაგვიანებენ კიბის უჯრედებს. აღნიშნული საკითხები ჩანიშნულ იქნა ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ. დამატებითი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთი პრობლემა მაინც გადაწყვეტილი იქნება მცირე სარემონტო კომისიის მუშაოების ფარგლებში.

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.