სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს დაექვემდებარება 1191 დევნილი ოჯახი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4,5 და მეტი ქულა.

„როგორც დევნილებისთვის ცნობილია, 2019 წელს ქალაქ თბილისში, ოროთახიანი ბინები განაწილდა 9 ქულიდან. 2020 წლის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, განახევრდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა და უკვე, 4,5 ქულიდან, 1191 დევნილი ოჯახის განაცხადი დაექვემდებარება მონიტორინგს. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცნობილია, რომ დევნილთა სააგენტომ რადიკალურად შეცვალა განსახლების წესი. მიუხედავად ბინების რაოდენობისა, არ გაიზრდება მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დევნილ ოჯახს მიეცემა ადმინისტრაციული დაპირება, ხოლო სააგენტო, ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, შეიძენს საცხოვრებელ სახლებს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.