2020-12-14 |
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ქ. ზუგდიდში, ყოფილ ,,წყალთა სამმართველოში’’ მცხოვრებ დევნილებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები შეხვდნენ.
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს შედგა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყოფილ ,, წყალთა სამმართველო’’ - ავტოფარეხი, სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 15 ოჯახი, 43 პირი. აქედან სოციალურად დაუცველი 9 ოჯახია. დევნილები ითხოვენ გაყვანას აღნიშნული ავტოფარეხიდან და საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი ბესიკ გეგია და სოციალური განყოფილების უფროსი სპეციალისტი ანზორ გამისონია