აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად  ლევან თევზაია დაინიშნა.

აქამდე, ლევან თევზაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ახალი მინისტრი თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.