შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. ბორჯომსა და ახალციხეში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით ქ. ბორჯომში და ქ. ახალციხეში გაიმართა აქცია, სადაც 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.