აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე’’ უფასო ონლაინ ტრენინგები დაიწყო

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ,,პითაგორას აკადემიი“-ს ინიციატივით, დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ონლაინ ტრენინგ- კურსი დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების 15 მოსწავლე შეირჩა.
,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირების საბაზისო კურისი’’ მოიცავს 12 აკადემიურ საათს მოსწავლეებთან, რომლის ფარგლებში დევნილი მოზარდები გაივლიან ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტურ საკითხებს, ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და პროგრამირების შესავალს.
კურსის ავტორი და ხელმძღვანელია, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი სოფიო შინჯიკაშვილი, რომელიც ამჟამად მუშაობს Microsoft-ის ჩეხეთის ოფისში.
ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.