აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, გაცნობის მიზნით, ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლები მოინახულა. მან სკოლის პედაგოგებს საგაზაფხულო დღესასწაულები - დედის დღე და ქალთა დღე მიულოცა და ფარმაცევტული კომპანია პსპ აფთიაქი-სა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის კომპანიის მიერ შეჩეული საჩუქრები გადასცა.
მინისტრი სკოლების ინფრასტრუქტურითა და საჭიროებებითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იზრუნებს.