რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

ტვირთის გადმოცემის პროცესს , აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის  მთავრობის თავჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე და მოადგილე გიორგი უკლება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით აღნიშნული დახმარება საქართველოს რეგიონებში, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

აფხაზეთიდან დევნილთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის, შემდგომი ურთიერთთანაშრომლომის გაგრძელების მიზნით, უახლოეს მომავალში მემორანდუმი გაფორმდება.