დავით ფაცაციას განცხადება საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საქართველოს  ოთხი მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც უკანონო დაკავების თავიდან აცილების მიზნით, ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას. აღნიშნული შემზარავი ტრაგედია წარმოაჩენს რუსეთის ფედერაციის ძალადობრივ პოლიტიკას, რომელიც წლებია გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, ოკუპაციით გამოწვეულ, მსგავს არაჰუმანურ ქმედებებზე აუცილებლად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხიმგებლობის საკითხი.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.