ლევან თევზაიამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათები გადასცა. აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  სააღდგომო საჩუქრები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, დედ-მამით ობოლ არასწრულწლოვნებს, ომში დაღუპული მეომრების დედებსა და სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

სააღდგომო ნობათი აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.