ლევან თევზაიამ ზუგდიდში, ტრენინგში ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ,,ბიბლუსი“-ს მხარდაჭერით წიგნები და სერტიფიკატები გადასცა.

მინისტრმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც ონლაინ ტრენინგი - ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ წარმატებით გაიარეს სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსი“-ს მხარდაჭერით, სხვადასხვა საკითხავი ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.
მინისტრმა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდა.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, ,,პითაგორას აკადემია“-ს მხარდაჭერით დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ტრენინგი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
კურსი მოიცავდა 12 აკადემიურ საათს, რომლის ფარგლებში მოზარდებმა ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტური საკითხები, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პროგრამირების შესავალი გაიარეს.
აღნიშნულ პროგრამაში აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
Biblusi • ბიბლუსი