შეხვედრა „ქართველი ვეტერანების ამერიკელ მეგობრებთან“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ საზოგადოებრივი გაერთიანების „ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ პრეზინდეტს ნიკოლოზ ქარჩავას შეხვდა.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ხაზალია, მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი სალომე დოლიძე და კონფლიქტოლოგი, სამშვიდობო განათლების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან გერაძე.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მონაწილეებმა ისაუბრეს მათ საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ ქარჩავამ დავით ფაცაციას განსაკუთრებული თანადგომისათვის საპატიო სიგელი გადასცა.