დავით ფაცაციამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან აგრაფინა თავართქილაძეს გამარჯვების დღე მიულოცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერან ქალბატონს, 97 წლის აგრაფინა თავართქილაძეს სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა.

დავით ფაცაციამ 97 წლის ვეტერანს ფაშიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისთვის, თავისუფლების სიყვარულისა და მთელ სამყაროში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი საკუთარი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დიდხანს სიცოცხლე ერთიან საქართველოში.