სამეცნიერო კონფერენცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ მორიგ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთოებების აღდგენას.

საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მიზნად ისახავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალიზაციას, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ფართო მასების ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელონების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ცნობისთვის, სამეცნიერო კონფერენციები ორი კვირის მანძილზე გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შემაჯამებელი კონფერენცია კი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.