2021-05-27 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ონლაინ შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან
27 მაისს - ქართული დიასპორის დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, თავის პირველ მოადგილესთან - ბელა კოპალიანთან და სამოქალაქო ინეტგრაციის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსთან - სალომე დოლიძესთან ერთად გამართა ონლაინ შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ონალინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ქართული დიასპორის წარმომადგენლები: იანა მაისურაძე - ბელგიის სამეფო; ნენო გაბელია - იტალიის რესპუბლიკა; თეონა ვარშალომიძე - თურქეთის რესპუბლიკა; თემურ პოტასკაევი - შვედეთის სამეფო; კესარია კაკაბაძე - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; ეკატერინე ბერუაშვილი - პოლონეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის ვიცე- თავმჯდომარე; ნინო გოგოხია - გაეროში საქართველოს წარმომადგენელი; თიკა სვანიძე - ნიდერლანდების სამეფო, ფონდი - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ფონდის პროექტების კოორდინატორი - ეკა კვირტია.
მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა, მონაწილეებს დიასპორის დღე მიულოცეს. ისაუბრეს ქართული დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებასა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის აქტუალიზაციაზე.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები