აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, Covid -19 პრევენციის მიზნით, ამჯერად წყნეთში, თამარ მეფის N19-ში, ასევე დიღომში , დისევისა და ბელიაშვილის ქუჩებზე მდებარე 8 დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
აღნიშნულ ობიექტებზე სრული დეზინფექცირება სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს ჩართულობით განხორციელდა, სადაც სპეციალური ხსნარებით დამუშავდა დერეფნები, საერთო სარგებლობის ფართები და ობიექტების მიმდებარედ არსებული საბავშვო სკვერები.
მიმდინარე წელს, სადეზინფექციო სამუშაოები თბილისსა და რეგიონებში, 300 -მდე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. წლის ბოლომდე, სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს 1300-ზე მეტ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლების ობიექტში (ჯამში 600 000 მ2 ) გეგმავს.