2021-07-01 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ეკა ხოფერია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე და მათი განხორციელების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.