მინი ფეხბურთის ტურნირი დევნილი მოზარდების მონაწილეობით

მიმდინარე წლის 15 ივლისს ქ. ქუთაისში გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი 12-15 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას და ტურნირში მონაწილე გუნდებს სიტყვით მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ. მან ტურნირის გამარჯვებული გუნდები თასებითა და მედლებით დააჯილდოვა. ასევე, ტურნირში მონაწილე გუნდების ყველა წევრსა და მსაჯებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართება ქალაქ ბათუმში, სადაც ქ. ქუთაისის და 2020 წლის ტურნირის გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საპრიზო თასის მოსაგებად.

მინი ფეხბურთის ტურნირი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და სსიპ - „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათი ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება.