„ევროპული არდადაგები“ სათაფლიაში

სათაფლიაში, პროექტის „ევროპული არდადაგების“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - საქართველო, ევროპა და ადამიანი.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და სსიპ - „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ.

პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

პროექტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-ზე მეტი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და სსიპ - „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.