აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტოსა და საკალათბურთო კლუბ „ცხუმ-აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და კლუბ „ცხუმ-აფხაზეთის“ პრეზიდენტმა ზვიად ანთაძემ.
მემორანდუმის პირობები ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ხელშეწყობას და საკალათბურთო ტურნირებსა თუ აქტივობებში მათ მაქსიმალურად ჩართვას.
პარტნიორობის საბოლოო მიზანია კალათბურთის ბავშვთა აკადემიის ჩამოყალიბება, რათა სამომავლოდ მთავარი კლუბი სწორედ ამ აკადემიისა და მისი გუნდების ბაზაზე შეივსოს.